ანრი ოხანაშვილი: ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა, როდესაც არაერთ დანაშაულში მხილებული ადეიშვილი თითქოს უფლებების დამცველად გვევლინება

“ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა, როდესაც არაერთ დანაშაულში მხილებული ადეიშვილი გვევლინება თითქოს უფლებების დამცველად”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა კითხვას, რომელიც იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს ეხებოდა.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა, როდესაც ადამიანი, რომელიც მხილებულია არაერთ დანაშაულში და რომელიც საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორც შემოქმედი იმ ავტორიტარული დანაშაულებრივი რეჟიმის, გვევლინება თითქოს უფლებების დამცველად. ეს არის ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა. ეს არის იმ ადამიანების შეურაცხყოფა, ვინც თავის თავზე გამოიარა ის მძიმე რეჟიმი, როგორიც იყო „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.​

ჰელსინკის კომისიის უფროსმა მრჩეველმა, მაიკლ ჰიკარი ჩეჩირემ უკრაინის გენერალურ პროკურორ ანდრეი კოსტინის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები “ტვიტერზე” გააზიარა, სადაც ჩანს, რომ ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურატურისა და ევროპის საბჭოს ესწრება.

ჩიჩერი წერს: „თუ გაინტერესებთ, რა აღაშფოთებს ბევრ ქართველს ასე, ეს არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი სახელმწიფო მოღვაწის როლში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები