კობახიძე – ბრიუსელში ვაშაძისა და ჯაფარიძის ვიზიტზე: ყველა მათი ნაბიჯიდან ჩანს, რომ მათი თვითმიზანია, ხელი შეუშალონ კანდიდატის სტატუსის მიღებას
ყველა მათი ნაბიჯიდან ჩანს, რომ მათი თვითმიზანია, ხელი შეუშალონ 12 პუნქტის განხორციელებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ რა მოლოდინები აქვს ბრიუსელში „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძისა და „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ვიზიტთან დაკავშირებით.
„ყველა მათი ნაბიჯიდან ჩანს, რომ მათი თვითმიზანია, ხელი შეუშალონ 12 პუნქტის განხორციელებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამას ისინი აფიქსირებენ, მათ შორის, დახურულ შეხვედრებზეც. არ მგონია, მათ რაიმეს რესურსი ჰქონდეს, მთავარია სულისკვეთება, ხალხმა ეს უნდა შეაფასოს“, – განაცხადა კობახიძემ.