კულტურის კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა გამართა

კულტურის კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა გამართა. როგორც კულტურის კომიტეტის წევრმა, მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, თემატური მოკვლევა საფორტიფიკაციო კულტურულ მემკვიდრეობას, მის დღევანდელ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებს ეხება.

„საკითხთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, დღეს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვდით. ძალიან საინტერესო შენიშვნები და მოსაზრებები წარმოადგინეს, გამოცდილება გაგვიზიარეს. როგორც კი რეკომენდაციებს შევიმუშავებთ, გადავუგზავნით მთავრობას”, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

„პრობლემის შესწავლის მიზნით გამართულ ზეპირ მოსმენაზე დასაბუთებული მოსაზრებების ავტორებს დამატებითი კითხვები დავუსვით. საკითხზე სათანადო დასკვნის მოსამზადებლად თემატური მოკვლევის ჯგუფმა მიზანშეწონილად მიიჩნია სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის გამართვა”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. შეხვედრას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები