მარნეული-სადახლოს გზაზე 28 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება დასრულების ეტაპზეა

default

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მარნეული-სადახლოს გზაზე ჯამში, 28 კმ-მდე მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოებს ახორციელებს.

პერიოდული შეკეთების სამუშაოების ფარგლებში დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, განახლდა დაზიანებული საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და მისმა ღირებულებამ 8 მლნ. ლარი შეადგინა. მარნეული-სადახლოს გზა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის და გზით მოსარგებლეებისთვის, ასევე სატრანზიტო მოძრაობისთვის.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ ეტაპზე 20-მდე პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება 130 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთების სამუშაოები და 5 ხიდის მშენებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები