მაკა ბოჭორიშვილი კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს, შტეფან მალერიუსს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ფონდს შორის თანამშრომლობა მიმოიხილეს. ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობის ხანგრძლივ გამოცდილებას, დინამიკას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით ფონდის განსაკუთრებულ მხარდაჭერას.
მხარეებმა ორმხრივი წარმატებული პარტნიორობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში სტაჟირებაზე მყოფი კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტები.