ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო უწყებას ოფიციალური წარმომადგენელი ეყოლება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის საკითხებში ოფიციალური წარმომადგენელი ეყოლება.

აღნიშნულ პოზიციაზე დღეს ვიქტორია მალანია დაინიშნა, რომელიც ე.წ. უწყებაში 2016 წლიდან მუშაობს. ის არის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდა დიპლომატთა საბჭოს წევრი. მან კვალიფიკაციის ამაღლების კურსი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში გაიარა.

მალანიას მოვალეობაში შედის საზოგადოებისა და მედიის ინფორმირება აქტუალურ საკითხებზე ე.წ. სამინისტროს პოზიციის შესახებ. მას ყოველკვირეული ბრიფინგები ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები