არჩილ თალაკვაძე: სახელისუფლებო გუნდი სავიზო რეჟიმს წარმართავს კანონმდებლობის საფუძველზე და საერთაშორისო წესების თანახმად, ამ საკითხზე რაიმე ახალი გადაწყვეტილება პარლამენტში განხილული არ ყოფილა

„რაიმე ახალი გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით პარლამენტში განხილული არ ყოფილა. საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის მიხედვით, გახლავთ დამოუკიდებელი ინსტიტუტი. შესაბამისად, არ არის საფუძვლიანი, რომ მისი განცხადებები მაინც და მაინც შეთანხმებული უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხელისუფლება სავიზო რეჟიმს კანონმდებლობის საფუძველზე და საერთაშორისო წესების თანახმად განიხილავს.

“სახელისუფლებო გუნდი სავიზო რეჟიმს წარმართავს კანონმდებლობის საფუძველზე და საერთაშორისო წესების თანახმად. ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის მთავრობების წარმომადგენლების განცხადებები, სადაც პირდაპირ საუბრობენ რუსეთიდან მობილიზაციის შემდეგ წამოსულ ადამიანებზე და მათ გამოხატეს თავისი სახელმწიფოების პოზიცია, რომ ასეთი ადამიანები უნდა მიიღონ და შეუშვან თავის საზღვრებში. საქართველოც არ არის გამონაკლისი. საქართველოც საერთაშორისო კონვენციების და ვალდებულების ფარგლებში განიხილავს სავიზო საკითხებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა: „რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა ნამდვილად არის გამოწვევა, გამორიცხული არ არის, რომ საკმაოდ ლიბერალური სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები