ირანში აცხადებენ, რომ რუსეთისთვის კამიკაძე-დრონები არ გადაუციათ

თეირანს მოსკოვისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად დრონები არ გადაუცია.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნასერ ქანაანმა განაცხადა, – წერს Reuters-ი.

“გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირანმა რუსეთს დრონები მიაწოდა, აქვს პოლიტიკური სარჩული და ვრცელდება დასავლური წყაროების მიერ. ომში ჩართული არცერთი მხარისთვის იარაღი არ მიგვიწოდებია”, – თქვა მან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ დღეს განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ დღეს 11 “შაჰედ-136” გაანადგურა, რომლებიც წარმოებულია ირანში და რუსი სამხედროების მიერ „Geran-2“-ის სახელწოდებით გამოიყენება.

კიევში კამიკაძე-დრონების დღევანდელ იერიშს, სულ მცირე, 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სულ ქალაქში 4 აპარატი დააფიქსირეს.

როგორც დღეს უკრაინის საპარლამენტო მმართველი ფრაქციის – “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამიამ განაცხადა, უკრაინა ირანთან დიპლომატიური არხებით მუშაობს, რათა რუსეთისთვის კამიკაძე-დრონების Shahed-136-ის გადაცემა შეწყდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები