დიმიტრი მედვედევი: რუსეთს სანქციებით ვერ შეაშინებენ

   რუსეთს არავის მიერ დაწესებული სანქციების არ ეშინია, აღნიშნული განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
“ჩვენ ქვეყანას არავის მიერ დაწესებული სანქციები არ აშინებს. ჩვენ ეს ყველას კარგად გვესმის. ჩვენი ქვეყანა ძლიერია და როგორც არ უნდა განახორციელონ ზეწოლა, ჩვენ საყვარელ ქვეყანაში მაინც ვიცხოვრებთ, განვავითარებთ მას, ჩავდებთ ფულს და გავაგრძელებთ მის აღმშენებლობას”, – განაცხადა მედვედევმა.
მისივე თქმით, ძალისმიერი ზეწოლა რუსეთთან მიმართებაში ჯერ არავის გასვლია.
“თქვენ ეს კარგად იცით და არც ახლა გაუვა ეს ვინმეს”, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები