მიხეილ სარჯველაძე: არაერთი საკანონმდებლო ცვლილებაა მომზადებული, აქამდე ქალბატონს მსხვერპლის სტატუსი ფორმალურად თუ არ ჰქონდა, სერვისს ვერ იღებდა, გვექნება ახალი კანონი და ეს წინაღობა მოიხსნება

წარმატების იმედი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, გვქონდეს, თუ ყველა ფრონტიდან მოხდება შეტევა იმ მანკიერი მოვლენის წინააღმდეგ, რაც არის ქალთა მიმართ ძალადობა, სხვაგვარად წარმოუდგენელია, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მინდა, ვთქვა, რომ არაერთი საკანონმდებლო ცვლილებაა მომზადებული და მათ შორის, მსხვერპლის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით. ამ დრომდე, მსხვერპლის სტატუსი ფორმალურად თუ არ ჰქონდა მინიჭებული ქალბატონს, ის სერვისს ვერ იღებდა და ხელმისაწვდომობა შეზღუდული ჰქონდა. ეს წინაღობა მოიხსნება. პარლამენტში ახლა განიხილება და მოსმენები ალბათ, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში დასრულდება. შესაბამისად, გვექნება ახალი კანონი“, -განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები