9, 10 და 11 აპრილს უფლისციხისა და ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალები ასევე უჯარმისა და დავითგარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი დამთვალიერებლებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება

9, 10 და 11 აპრილს, ოფიციალური უქმე დღეების მიუხედავად, უფლისციხისა და ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალები ასევე უჯარმისა და დავითგარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი დამთვალიერებლებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 12 და 13 აპრილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში მოქმედი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არ იმუშავებს.

“საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ 9, 10 და 11 აპრილს, ოფიციალური უქმე დღეების მიუხედავად, უფლისციხისა და ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალები ასევე უჯარმისა და დავითგარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი დამთვალიერებლებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.

12 და 13 აპრილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში მოქმედი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არ იმუშავებს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები