საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აქვს დიდი მხარდაჭერა ევროპაში და განსაკუთრებით, ეს მხარდაჭერა იგრძნობა „ევროპელი სოციალისტების“ პარტიების მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მადლობელი ვართ, ჩვენი პარტნიორი პარტიის, „ევროპის სოციალ-დემოკრატების“ ამ მხარდაჭერისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, ერთი მხრივ, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აქვს დიდი მხარდაჭერა ევროპაში და განსაკუთრებით, ეს მხარდაჭერა იგრძნობა „ევროპელი სოციალისტების“ პარტიების მხრიდან. პარლამენტი აქტიურად მუშაობს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და აქედან გამომდინარე, როგორც კი, რეკომენდაციებს შევასრულებთ, გვექნება მხარდაჭერა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოვიპოვოთ და შემდეგ გადავიდეთ ევროკავშირში ინტეგრაციის მომდევნო ეტაპზე“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.