მსახიობი რობი კოლტრეინი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი და კომიკოსი რობი კოლტრეინი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Hollywood Reporter-ი ავრცელებს.

კოლტრეინი „ჰარი პოტერის“ რვავე ფილმში ჰაგრიდის როლს თამაშობდა.

ამასთან, ის მონაწილეობდა ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა ჯეიმს ბონდი და Cracker-ი.

კოლტრეინი შოტლანდიაში დაიბადა და კარიერა კომედიური შოუებიდან დაიწყო, რის შემდეგაც დიდ კინოში მიიწვიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები