ნინო ფოჩხუა: ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც გამოთქმულია საქართველოს უპირობო მხარდაჭერა, ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე
„მარტო ფოტიგები და კუბილიუსები არ არიან ევროპარლამენტში, არსებობენ ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრებიც“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა ევროპელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის (PES) მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების შესახებ წერს.
როგორც ფოჩხუამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა რეზოლუციის მნიშვნელობის საკითხზე.
„მარტო ფოტიგები და კუბილიუსები არ არიან ევროპარლამენტში, არსებობენ ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრებიც.
დღეს ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიამ (PES) საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც გამოთქმულია საქართველოს უპირობო მხარდაჭერა, დროის მოკლე მონაკვეთში ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ კი აღნიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ევროპული პოლიტიკური ოჯახის გვერდში დგომა და მათი მიმართვა ევროპარლამენტს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა ამ რეზოლუციის მნიშვნელობას“, – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.
ცნობისთვის, გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს.