ლევან ნიკოლეიშვილი: ასეთი ამბები ადვილად არ ხდება ხელის შემშლელი ფაქტორების ფონზე, ეს კი ადასტურებს, რომ ჩვენმა დელეგაციამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ძალიან სერიოზული სამუშაოები ჩაატარა

„საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა, რომ რთულია ამაში ალბათ დამეთანხმებით“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპელი სოციალ-დემოკრატების მიღებულ რეზოლუციაზე წერს.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით დელეგაციამ დიდი სამუშაო შეასრულა.

„საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა, რომ რთულია ამაში ალბათ დამეთანხმებით. ერთია შენი ქვეყნის არჩევანი, და მეორე წინააღმდეგობები და ხელის შემშლელი ფაქტორები. ამ ფაქტორებიდან განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს ანტი მოძრაობები თავისი „ქართული“ რესურსებითა (რადიკალური ოპოზიცია) და უცხოური ლობისტების (ცალკეულ ევროპარლამენტართა ჯგუფი) დახმარებით, რომელთა მიზანი რაც შეიძლება საქართველოს მძიმე სურათის წარმოჩენაა ამ მიმართულებით. ამ ფონზე კი ხელისუფლების ნებისმიერი აქტივობა, არათუ მისასალმებელია არამედ დასაფასებელიც. გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, „სადაც ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.“ ასეთი ამბები კი ასე ადვილად არ ხდება, მით უფრო იმ ხელის შემშლელი ფაქტორების ფონზე, რაც ზევით აღვნიშნე. ეს კი ადასტურებს იმას რომ ჩვენმა დელეგაციამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ძალიან სერიოზული სამუშაოები ჩაატარა, რასაც საფუძვლად საქართველოს სახელისუფლებო გუნდის ასევე სერიოზული მიდგომა და განხორციელებული რეფორმები თუ სამუშაოები გახლავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები