თამარ ჩერგოლეიშვილი – პატრიარქზე: თუ გარდაცვალება დასაწყისია, გერმანიაში რატომ დაჰყავთ ეს გარდაცვალების აღსაკვეთად?
„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში უწმინდესის სამძიმრის წერილს ეხმიანება, რომელშიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული მოზარდის მშობლებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„თუ გარდაცვალება დასაწყისია, გერმანიაში რატომ დაჰყავთ ეს გარდაცვალების აღსაკვეთად?“ – წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.