მოსკოვი კავკასიის რეგიონში გააქტიურებას გეგმავს

სომხეთის პარლამენტის სპიკერის, ალენ სიმონიანის განცხადებით, რუსეთი კავკასიის რეგიონში გააქტიურებას გეგმავს, თუმცა, როდის მოხდება აღნიშნული, მისთვის უცნობია.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან მოსკოვში ვიზიტის შეჯამებისას თქვა.

სიმონიანის თქმით, მოლაპარაკებაზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მონაცემები წარადგინა, ასევე, საკუთარი მოლოდინები გააჟღერა.

“შევეცადე – გამეგო, სწორად აღიქვამს თუ არა რუსეთი იმას, თუ რა ხდება რეგიონში და ემზადება თუ არა ნაბიჯების გადადგმისთვის. ყარაბაღის საკითხი რეგიონულ კონტექსტში განიხილებოდა”, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, რუსეთში მას უთხრეს, რომ აპირებენ რეგიონში გააქტიურებას, თუმცა, მისი თქმით, უცნობია – ეს როდის მოხდება.

გარდა ამისა, სომინიანის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება კუხო-ს კრიტიკაზე გამახვილდა.

“რუსეთში თქვეს, რომ მე გავაკრიტიკე კუხო. მე ვუპასუხე, დიახ, რადგან ჩვენ ველოდებით კუხო-სგან უფრო გადამწყვეტ ქმედებებს. საუბრობენ იმაზე, რომ, თითქოს, სომხეთს სურს კუხო-დან გასვლა, მაგრამ ჩვენ გვინდა, გავიგოთ: იქნებ, სწორედ კუხო გეგმავს ან უკვე დატოვა რეგიონი და ჩვენ უბრალოდ ამას არ გვეუბნებიან?”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები