“ავტომანქანების ტექდათვალიერებიდან ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ შევა“
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ავტომანქანების ტექდათვალიერებიდან ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ შევა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საბიუჯეტო პროექტი არ არის, შესაბამისად, ბიუჯეტში თანხების გადახდა საჭირო არ იქნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება 2015 წლის პირველი მარტიდან სავალდებულო ხდება. მსუბუქი ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების საფასური, სავარაუდოდ, 48 ლარს არ აღემატება.