„შემოდგომის თბილისი”- ტონი მომრელისა და მისი ბენდის კონცერტი გაიმართება

19 ოქტომბერს, 30-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში გაიმართება პოპულარული მუსიკის კონცერტი, ცნობილი ანსამბლის – „ინკოგნიტოს“ ყოფილი სოლისტის, ტონი მომრელისა და მისი ბენდის მონაწილეობით.
სოულის ჟანრში მოღვაწე, განსაკუთრებულად მიმზიდველი  ბრიტანელი მომღერალი ტონი მომრელი ბენდთან ერთად წარდგება მსმენელის წინაშე.
ტონი მომრელი 16 წლის განმავლობაში გახლდათ ბრიტანულ ჯგუფ „ინკოგნიტოს“ წამყვანი სოლისტი, ის ასევე მუშაობდა მსოფლიო სცენის ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: უიტნი ჰიუსტონი, სელინ დიონი, გლორია ისტეფანი, ჩაკა ხანი, ანდრეა ბოჩელი, რობერტ პალმერი, შადე და სხვა.
ჟურნალი „გარდიანი” მას 21-ე საუკუნის სტივი უანდერსაც უწოდებს.
ბილეთები ხელმისაწვდომია როგორც ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის სალაროში, ასევე – ელექტრონულად: www.biletebi.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები