ჯანდაცვის მინისტრი: ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებულმა ბავშვებმა შესაძლოა, კლინიკები მალე დატოვონ

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ გუშინ ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა იმედის მომცემია და მათ შესაძლოა, კლინიკები მალე დატოვონ.

მინისტრი დღეს კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთი დაშავებული მოზარდი მოინახულა.

„ვუსამძიმრებ პატარა ანგელოზის ოჯახს და სრულიად საქართველოს. რაც შეეხება ლაზარეს მდგომარეობას, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია გუშინდელს შემდეგ. ძალიან დიდი იმედებით გამოვედი კლინიკიდან. დიდხანს ვისაუბრეთ ექიმთან, რეანიმატოლოგთან, ასევე, ოჯახის წევრებსაც ვესაუბრე. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ის დატოვებს კლინიკას. ჩვენი მხრიდან რაც არის საჭირო, ყველაფრისთვის მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ.

რაც შეეხება მესამე ბავშვს – ანდრიას, ის შეიძლება, ერთი საათის განმავლობაში გაეწეროს იაშვილის კლინიკიდან და თავს კარგად გრძნობს“, – განაცხადა აზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები