საქსტატის ინფორმაციით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წელთან შედარებით, 35,3%-ით გაიზარდა
საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წელთან შედარებით, 35,3%-ით გაიზარდა, – ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ექსპრესმონაცემები 2022 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებს მოიცავს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია, როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი.