ჩრდილოეთ კორეამ შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტები გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტები გამოსცადა, რასაც თავად ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა.
ამის შესახებ Reuters-ი კორეის ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გაშვების დროს 2 ათასი კილომეტრის მანძილზე მდებარე სამიზნეს განადგურება მოხერხდა.
კიმ ჩენ ინის თქმით, რესპუბლიკამ „უნდა გააგრძელოს სტრატეგიული ბირთვული ძალების არეალის გაფართოება, რომ მტკიცედ დაუპირისპირდეს ნებისმიერ სამხედრო საფრთხეს“.