ლოიდ ოსტინი: აშშ კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში თვალს ადევნებს რუსეთის ბირთვული ძალების მზაობის მცირე ცვლილებასაც

US Army Lt. Gen. Lloyd Austin III sits at the witness table during a Senate Armed Services Committee on Military Nominations hearing for his pending reappointment to be general and commander of United States Forces-Iraq in the Dirksen Senate Office Building on Capitol Hill in Washington, DC, June 24, 2010. AFP PHOTO/ROD LAMKEY JR (Photo credit should read ROD LAMKEY JR/AFP via Getty Images)

აშშ კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში თვალს ადევნებს რუსეთის ბირთვული ძალების მზაობის მცირე ცვლილებასაც, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-ს ამ მომენტისთვის არანაირი ცვლილება არ შეუმჩნევია.

„ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ. ჩვენ ვაგრძელებთ ამაზე ჩვენი ყურადღების ფოკუსირებას და თვალს ვადევნებთ ნებისმიერი ტიპის ნიშნებს, რომლებიც მოასწავებდა, რომ პუტინს სხვა მიმართულებით შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები