სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების სემინარი გაიმართება
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, 7-20 ნოემბერს „კინო იბერიკა” ატარებს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების სემინარს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, სემინარს უძღვებიან კინორეჟისორი და სცენარისტი, ნიუ – იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ბორის ფრუმინი (აშშ) და კინორეჟისორი ლევან კოღუაშვილი (საქართველო). ლევან კოღუაშვილსა და ბორის ფრუმინს შექმნილი აქვთ სცენარები ფილმებისთვის „ქუჩის დღეები”, „შემთხვევითი პაემნები” და „მეოთხე ბრაიტონი”.
„სემინარში მონაწილეობისთვის სულ შეირჩევა 8 პროექტი. თითოეულ პროექტს წარმოადგენს ერთი (სცენარისტი) ან ორი (სცენარისტი-რეჟისორი/პროდიუსერი) კინემატოგრაფისტი.
სემინარში გამარჯვებული პროექტები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიებით. გარდა ამისა, პროექტის სტუმრები იქნებიან მსოფლიო კინოინდუსტრიის გამორჩეული წარმომადგენლები, რომლებიც საინტერესო
მასტერკლასებს ჩაატარებენ.
სემინარები გაიმართება თბილისში – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ- მემორიალურ მუზეუმსა და „თიბისი კონცეპტის” დარბაზში.
სემინარში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ მხატვრული ფილმის სცენარის „თრითმენტი” (5-7 გვერდი, მოქმედების ზუსტი აღწერა დიალოგების გარეშე, სცენების ნუმერაცია) ინგლისურ ენაზე, 2022 წლის 28 ოქტომბრის 18.00 საათამდე.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/xEYUnhNZmnyZf5TT9