გოგი მეშველიანი: გამარჯვება და მშვიდობა უკრაინას!
გამარჯვება და მშვიდობა უკრაინას! – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გოგი მეშველიანი Facebook-ზე წერს.
„სამოქალაქო ობიექტებსა და უდანაშაულო ადამიანებზე, რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმები არის დანაშაული და წარმოუდგენელი ბოროტება, რაც უნდა შეწყდეს. გამარჯვება და მშვიდობა უკრაინას!“, – წერს გოგი მეშველიანი.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა გუშინ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. რუსული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, 60-მდე კი დაშავდა.