საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) ფარგლებში მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს

„მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

საუბარია „მაუწყებლის შესახებ” კანონში განსახორციელებელ ცვლილებაზე, რომლის მიზანია ქართული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს 2010 წლის 10 მარტის ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს დირექტივასთან (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა).

კანონპროექტით გათვალისწინებულია სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისთვის პასუხის უფლების რეგულირება. ცვლილება ასევე ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლების მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის გარანტიებს, სარეკლამო კომუნიკაციების განახლებულ წესებს, შემოღებული იქნება ვიდეო გაზიარების პლატფორმების რეგულირება. აღნიშნულ საკითხებზე გამართულ შეხვედრაში პარლამენტის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ მთავრობის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული ექსპერტები ტობი მენდელი და ივ სალომონი.

შეხვედრაზე განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილების თაობაზე მხარეებმა შეაჯერეს პოზიციები. მაუწყებლობის სფეროში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით ექსპერტებმა პრეზენტაცია გამართეს. საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი (PPD) ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები