გიორგი ვოლსკი და გიორგი ამილახვარი ინდოეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდნენ
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი და საქართველო-ინდოეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი ამილახვარი ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, მეენაკში ლაკჰის შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის და საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
„განვიხილეთ ფართო სპექტრი საკითხებისა. ვისაუბრეთ ორმხრივი და საპარლამენტო ურთიერთობას გაღრმავებაზე. ყურადღება გამახვილდა ჩვენი საელჩოების ურთიერთობაზე და საერთაშორისო ფორუმებზე ურთიერთმხარდაჭერის საკითხებზე. ასევე, ვისაუბრეთ რეგიონში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.