მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, ედიტე მედნესთან შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ხალხთაშორის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე და მის მზარდ პოტენციალზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ლატვიის რესპუბლიკის მხარდაჭერისა მნიშვნელობა აღინიშნა.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს და მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესსა და საკანონმდებლო ინიციატივებს. მხარეებმა, ასევე ისაუბრეს რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომზე და უსაფრთხოების გამოწვევებზე. ედიტე მედნე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმა და ამ პროცესებში ლატვიის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები