ნოდარ ხადური ხვალ საერთაშორისო კონფერენციას გახსნის

   საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ხვალ, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საერთაშორისო კონფერენციას გახსნის. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია მსოფლიო ბანკის ორგანიზებით PEMPAL-ის პროგრამის (Public Expenditure Management Peer Assisted Learning) ფარგლებში 10-12 თებერვალს ჩატარდება. კონფერენციაზე საქართველოს მხარეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური წარმოადგენს. ღონისძიებაში ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყნიდან სახელმწიფო ხაზინების ხელმძღვანელები და საფინანსო სფეროს სხვა წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. PEMPAL-ი პროგრამა მსოფლიო ბანკმა 2005 წელს დააფუძნა. პროგრამის მიზანია, სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში დასაქმებულ-მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების გზით. პროგრამა ცენტრალური აზიისა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 21 ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები