ულრიკ თიდესტრომი: მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას სოფლის მეურნეობასა და ტრადიციებში მონაწილეობის მიღების და პოპულარიზაციის შესაძლებლობისთვის

“მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას სოფლის მეურნეობასა და ტრადიციებში მონაწილეობის მიღების და პოპულარიზაციის შესაძლებლობისთვის”,-
ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ულრიკ თიდესტრომი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის დღეების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.

“ვიმყოფებოდი რთველში მააიკე ვან კოლდამსა და სხვა კოლეგებთან – ელჩებთან ერთად. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას საქართველოს სოფლის მეურნეობასა და ტრადიციებში მონაწილეობის მიღების და პოპულარიზაციის შესაძლებლობისთვის”,-წერს ელჩი სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები