“ქართული ოცნება”: ლაშა გოგიაშვილი ჩვენი დიდი გუნდის გამორჩეული წევრი, ღირსეული ქართველი და პროფესიონალი იყო, მისი გარდაცვალება განუზომელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის

“ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალება განუზომელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისათვის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” განცხადებაშია ნათქვამი.

პარტია თერჯოლის მერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ თერჯოლის მერის, ლაშა გოგიაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და მეგობრებს.

ლაშა იყო „ქართული ოცნების” დიდი გუნდის გამორჩეული წევრი, ღირსეული ქართველი და პროფესიონალი. მისი გარდაცვალება განუზომელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისათვის“, – წერია პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები