ზარქუა – არასამთავრობოების განცხადებაზე: მათი ინტერესია მხოლოდ, ეს სასამართლო იქნება თუ არა კონკრეტულად მათი ინტერესების გამტარებელი, კლანური მიდგომა აქვთ

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ისინი არიან, ვინც ჩასაფრებულ პოზიციაშია, მათ არაფერი აქვთ საერთო ობიექტურ, გამართულ სასამართლო ხელისუფლების შექმნასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „მმართველი გუნდის სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ​უგულებელყოფს მართლმსაჯულებაში არსებულ რეალურ პრობლემებს“.

„ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ისინი არიან, ვინც ჩასაფრებულ პოზიციაშია, მათ არაფერი აქვთ საერთო ობიექტურ, გამართულ სასამართლო ხელისუფლების შექმნასთან. მათი ინტერესი ეს არ არის, მათი ინტერესია მხოლოდ, ეს სასამართლო იქნება თუ არა კონკრეტულად მათი ინტერესების გამტარებელი. კლანური მიდგომა აქვთ. მათ შორის სახალხო დამცველის კანდიდატიც, რომ შეარჩიეს. ხუთი თუ ექვსი მდიდარი ორგანიზაცია შეიკრიბა, რომლებსაც 70 მილიონ ლარზე მეტი აქვთ დაფინანსება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და კანდიდატად მათი კლანის წევრი წარმოადგინეს. ამიტომ არ აქვთ საზოგადოებაში ნდობა და ამას ადასტურებს NDI-ის კვლევები“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები