არჩილ თალაკვაძე: პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა აღმოფხვრილია

ამ წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოს აქვს ხელშესახები გაუმჯობესება, – ამის შესახებ
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებების დაცვა ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია.

„ამ წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოს აქვს ხელშესახები გაუმჯობესება. პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა აღმოფხვრილია და ამას ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი აღიარებს. ომბუდსმენსაც ამ წლების განმავლობაში ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ შეესრულებინა თავისი მანდატი. ემუშავა ეფექტურად, დაეცვა თითოეული პატიმრის, მოქალაქის უფლებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმენენ. ომბუდსმენი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები