ბექა ოდიშარია: იმისთვის, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყნის პატარა ეკონომიკამ შეძლოს და მოახერხოს ბევრი რამ, საჭიროა მშვიდობა და სტაბილურობა

„იმისათვის, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყნის პატარა ეკონომიკამ შეძლოს და მოახერხოს ბევრი რამ, პირველ რიგში საჭიროა მშვიდობა და სტაბილურობა, რასაც ყველას გისურვებთ“, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს რამდენიმე ინიციატივით მიმართა, რომლის განხორციელებაც, მისი აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიასპორის პოტენციალის ჩართვის თვალსაზრისით.

უწყების ცნობით, ბექა ოდიშარიამ  უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი ბიზნესმენებისთვის კონფერენციის გამართვის ინიციატივაზე ისაუბრა.

„კონფერენცია უნდა იყოს ინფორმაციული და ამ ადამიანების ინფორმირება, თუ რის შესაძლებლობას იძლევა ქართული სახელმწიფო ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის კუთხით. საქართველოში სულ სხვა შესაძლებლობებია მრავალი მიმართულებით, ბიზნესი თავისუფალია და გარემო ჯანსაღი. დარწმუნებული ვარ, თუკი მოვამზადებთ და შევთავაზებთ კონკრეტულ ბიზნეს პაკეტებს და პროექტებს, შედეგიც არ დააყოვნებს. ასეთი ღონისძიების გამართვის მოკლევადიანი მიზანი გახლავთ კონკრეტული ბიზნეს გარიგებები, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ის იქცევა ტრადიციად. ვისაც გააჩნია გარკვეული კაპიტალი, პირველ რიგში უნდა იყოს პატრიოტიზმის, ხოლო მეორე რიგში პრესტიჟის საგანი, რომ ფლობდეს ქონებას და ბიზნესს საქართველოში. საძირკველს უმყარებდეს საკუთარ ქვეყანას და ზურგს უმაგრებდეს საკუთარი ხალხის კეთილდღეობას“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები