სექტემბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 8 %-ით, რეისების რაოდენობა კი 38 %-ით გაიზარდა
2022 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 8%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბრის თვეში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 99,079 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის სექტემბერი 91,713 მგზავრი).
მგზავრთნაკადის გარდა, სექტემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. სექტემბერში, აეროპორტში რეისები 38%-ით გაიზარდა და 418 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის სექტემბერი – 302 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. შეგახსენებთ, 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი – დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ამ პერიოდში ქუთაისის აეროპორტში ოპერირებადი ავიაკომპანიები ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებენ.