სოხუმის ქუჩებში საცურაო კოსტიუმით სიარული აიკრძალა

საინფორმაციო სააგენტო INTERFAX.RU -ს ინფორმაციით, სოხუმში 11 აგვისტოდან პლიაჟის ზონის გარდა, საცურაო კოსტიუმით ყოფნა აკრძალულია. აღნიშნული გადაწყვეტილება სოხუმელმა დეპუტატებმა მიიღეს. „ინტერფაქსის“ კორესპოდენტის ცნობით, დეპუტატებმა ქალაქის ადმინისტრაციის უფროსს ალიას ლაბახუას ქალაქის საპლიაჟო ზოლებში აკრძალვის შესახებ გამაფრთხილებელი ბილბორდების განთავსება დაავალეს. ხოლო დეპუტატთა სხდომის გადაწყვეტილების უზრუნველყოფაზე კონტროლი უშუალოდ ქალაქის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსს მურმან გეგიას დაევალა. ადგილობრივი დამკვირვებლები იმედოვნებენ, რომ მსგავსი შეზღუდვა სოხუმში დამსვენებელთა რაოდენობაზე არ აისახება. აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არ მიუღიათ კანონი , რომელიც კრძალავს მოწევას, ასევე ლუდისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები