გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
სოფელ ბალდაში, მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტერიტორიიდან, 5,3 კუბური მეტრი მოცულობის წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტიც (ფიცარი) ამოიღეს.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.