ბექა დავითულიანი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – ესეც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის შეფასებით, ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზარდა, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის ნიშანია.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ესეც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე“, – განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პიკის საათებში თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები განიხილეს.

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ინიციატივით გამოდის, რომ პრობლემის მოგვარებაზე პარლამენტმაც დაიწყოს აქტიური მუშაობა.

აღნიშნულის საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკითხზე თბილისის მერია მუშაობს და პროცესში ჩართულია შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები