დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” პროგრამების ეფექტიანობის შესახებ ჩატარებული თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ექსპერტმა გიორგი სიმონგულაშვილმა თემატური მოკვლევის შედეგად მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით შემუშავებული დასკვნა წარადგინა. დასკვნაში წარმოდგენილი იყო თემატური კვლევის მიზანი, მოკვლევის დროს გამოვლენილი მიგნებები და ანალიზის შედეგები და აქედან გამომდინარე შემუშავებული რეკომენდაციები. მოკვლევის ჯგუფის მოსაზრებით, აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” პროგრამების ეფექტიანობის გაზრდას და ამ სფეროში არსებული გამოწვევების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. დასკვნას მოკვლევის ჯგუფი კომიტეტის უახლოეს სხდომაზე წარადგენს.