საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, ქართველი დეპუტატები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მარჩინ ფშიდაჩს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარ თემებს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გავლენა საქართველოზე და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის მხარდაჭერის მობილიზება წარმოადგენდა.

ნიკოლოზ სამხარაძემ მარჩინ ფშიდაჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ ნაბიჯის შესახებ, რომელსაც პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად დგამს. პოლონელი დიპლომატი ბოლო პერიოდში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკით დაინტერესდა. მინისტრის მოადგილემ, ქართულ მხარეს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები