საქართველოს პარლამენტმა გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტმა გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო 88 ხმით, პარლამენტმა გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე კოლეგებს კომიტეტის მიერ შემუშავებული დადგენილების პროექტი გააცნო.

„საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, თამარ ტალიაშვილის ადგილმონაცვლის, გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ ცნობილ იქნას გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. აღნიშნულ საკითხს პარლამენტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები