პაკისტანელმა სამხედროებმა ინდოეთის საზღვართან მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნეს
პაკისტანელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ინდოეთის საზღვართან მდებარე ათ სასაზღვრო პოსტს. ორმხრივი ცეცხლის შედეგად 2 ინდოელი მესაზღვრე დაიჭრა. შეტაკებები მოხდა ჯამუსა და კაშირის რაიონებში. ინფორმაციას ამის შესახებ ინდური ტელეარხი IBN ავრცელებს, რომელიც სამხედრო შტაბის მონაცემებს ეყრდნობა. ინდოეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ 2013 წლის შემდეგ, პაკისტანის მხარემ 200 – ჯერ დაარღვია საზავო ხელშეკრულება და საზღვრის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა.