ნინო შაბურიშვილის მხატვრული ფილმის პროექტი – „სიჩუმის ქაოსი” Biennale College Cinema-ს პროექტებს შორის მოხვდა

Biennale College Cinema იმ პროექტების სიას აქვეყნებს, რომლებიც რეზიდენციისთვის შეარჩია.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 12 რჩეულ პროექტს შორის მოხვდა ნინო შაბურიშვილის მხატვრული ფილმის პროექტი – „სიჩუმის ქაოსი”.
ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, ნინო შაბურიშვილი ვენეციაში უკვე გაემგზავრა, სადაც შესაძლებლობა ექნება, პროექტის ტუტორებთან ერთად მისი ფილმის განვითარებაზე იმუშაოს.
რეზიდენციის დასასრულს გამოვლინდება 4 რჩეული პროექტი. გამარჯვებულები გრანტის სახით 200,000 ევროს მიიღებენ.
ნინო შაბურიშვილთან ერთად, რეზიდენციას ესწრებიან ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის – იტალიიდან, ირანიდან, ავღანეთიდან და მექსიკიდან.
პროგრამა ხელს უწყობს ახლად აღმოჩენილ ტალანტებს, იმუშაონ დარგის წამყვან პროფესიონალებთან, გაიღრმაონ ცოდნა და შეიძინონ ახალი კონტაქტები.
იხილეთ ბმული:
https://www.screendaily.com/news/biennale-college-increases-funding-unveils-12-projects-chosen-for-next-residency/5174078.article?fbclid=IwAR3iV_oCbYt1zM5u39fyLHQB3ruVG_iLvyZBkICWB3rSpOGYVc8p83gXcs0

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები