ანრი ოხანაშვილი: დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილზე ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება

ბიძინა ივანიშვილზე ეს კანონპროექტი ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის სამი კრიტერიუმი, რომელიც არის შემოთავაზებული, ვერაფრით ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ოხანაშვილის თქმით, აუცილებელია, კანონპროექტის განხილვა პარლამენტში გამჭვირვალედ  მოხდეს, რათა საზოგადოებამ ნათლად დაინახოს – აკმაყოფილებენ თუ არა კრიტერიუმებს ის პირები, ვინც ოლიგარქების სიაში შევა.

„საქართველოს პარლამენტში მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ინკლუზიურად და პოლიტიკური ჯგუფების ჩართულობით უნდა მოხდეს საკითხის განხილვა. უნდა მოხდეს შესაბამისი კრიტერიუმების განხილვა, შესაბამის პირებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება, საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე განხილვა და ეს უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ნახოს ვინ არიან ის პირები, ვინც აკმაყოფილებენ ამ პირობებს და როგორ იქნებიან ეს ადამიანები ოლიგარქების რეესტრში შეყვანილი. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ საქართველოს პარლამენტში.

ბიძინა ივანიშვილზე ეს კანონპროექტი ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის სამი კრიტერიუმი, რომელიც არის შემოთავაზებული, ვერაფრით ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ სამივე კომპონენტს ასრულებენ კეზერაშვილი და ის სხვა ოლიგარქები, რომლებიც აღიარებითი ჩვენებებით, ფაქტებით და ოპოზიციის განცხადებებითვე იმჩნევენ, რომ შეიძლება, იქცნენ ოლიგარქებად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები