ირაკლი კობახიძე – სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებზე: ამ გამარჯვებით ჩვენ ვახერხებთ სენაკის მუნიციპალიტეტში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბებას

ვერც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ვერ გაბედა კანდიდატურის დასახელება, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავენ საერთო ფონს, საზოგადოების განწყობას და აქედან გამომდინარე გამარჯვება იოლად მოვიპოვეთ, – ასე გამოეხმაურა „ქრონიკის“ ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნების წინასწარ შედეგებს.

„გამარჯვებას მივულოცავ ჩვენს კანდიდატს. ჩვენთვის სენაკში არჩევნების მოგება ძალიან პრინციპული იყო, იმიტომ რომ ამ მუნიციპალიტეტში საბოლოო ჯამში უმრავლესობის საკითხი წყდებოდა. ამ გამარჯვებით ჩვენ ვახერხებთ სენაკის მუნიციპალიტეტში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები