ირაკლი კობახიძე: 1-ელ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“, ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, გამარჯვება მოიპოვა და ეს გამარჯვება გახდა ისტორიის ახალი ფურცლის გადაშლის საწყისი წერტილი

1-ელი ოქტომბერი, ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. რომ არა ეს დღე, ჩვენი ქვეყნის განვითარება სრულიად სხვა მიმართულებით წარიმართებოდა , – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„რომ არა „ქართული ოცნების“ გამარჯვება 2012 წელის არჩევნებში, ეს რეპრესიული რეჟიმი კიდევ უფრო მეტად დამძიმდებოდა და ამისთვის ჩანდა უკვე კონკრეტული ნიშნები ჩანდა. საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“, ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით გამარჯვება მოიპოვა და ეს გამარჯვება გახდა ისტორიის ახალი ფურცლის გადაშლის საწყისი წერტილი და საფუძველი.

როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა ძალიან მძიმე ვითარება დახვდა. იყო ნული დემოკრატია. მთლიანად იყო უგულებელყოფილი დემოკრატიის პრინციპი, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ადამიანის უფლებები, ღირსების შელახვა, ადამიანების წამება – ეს იყო ხელწერა იმ ხელისუფლების, რომელიც მოქმედებდა 2012 წლამდე.

სპეცდანიშნულების რაზმით შემოიჭრნენ ტელეკომპანია „იმედში“ და ამით საბოლოო ჯამში მოხდა მთლიანი მედიის მონოპოლიზება. იყო უმძიმესი რეჟიმი. ამ რეჟიმის შედეგი საგარეო ასპარეზზე იყო: ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია რუსეთის ფედერაციის მიერ, იყო ჩვენი სტრატეგიული ეკონომიკური უმნიშვნელოვანესი ობიექტების გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის, იყო სრულად შეფერხებული წინსვლა დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით – ეს იყო მათი ხელისუფლების შედეგები და სწორედ ამ ფონზე მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და შესაბამისად გამოწვევები იყო განსაკუთრებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები