ბექა ოდიშარია: მმართველ პარტიას, მართლაც და კბილებით, უჭირავს მდგომარეობა, რათა როგორმე შიდა და გარე გამცემებმა არ მოახერხონ და მთავარი მონაპოვარი არ შეგვირყიონ

მთავრობას, მმართველ პარტიას, მართლაც და კბილებით, უჭირავს ეს მდგომარეობა, რათა როგორმე შიდა და გარე გამცემებმა არ მოახერხონ და ეს მთავარი მონაპოვარი არ შეგვირყიონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მან 10 წლის წინ ქართველი ერის მიერ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რაც სრულწლოვანი გავხდი, არ მახსენდება მას შემდეგ, რომ იარაღის ჟღარუნი არ ყოფილიყო ყოველ წელს და ტანკების გრუხუნი, როგორც საზღვრებზე, ასევე საზღვრებს შიგნით, ქალაქში და ტრიალებდა უბედურება. ჩვენ ამისგან განთავისუფლებული ვართ. ხედავთ, რომ მთავრობას, მმართველ პარტიას, მართლაც და კბილებით, უჭირავს ეს მდგომარეობა, რათა როგორმე შიდა და გარე გამცემებმა არ მოახერხონ და ეს მთავარი მონაპოვარი არ შეგვირყიონ“, – განაცხადა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები