„ძალამ, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაგვაერთიანა, მოიტანა გამარჯვების 10 წელი“ – კახა კალაძე

1-ელი ოქტომბერი – თარიღი, რომლის უკან დგას ქართველი ხალხის ძალა, მისი ნება, იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამარჯვებული, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ 10 წლის მანძილზე გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ქვეყნის განვითარებისკენ.

„ძალამ, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაგვაერთიანა, მოიტანა გამარჯვების 10 წელი. ამ 10 წლის მანძილზე გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ქვეყნის განვითარებისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ, მშვიდობისკენ, ევროპული მომავლისკენ. გილოცავთ დღევანდელ დღეს!“, – წერს კალაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები