თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად ინიშნება

საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად ინიშნება.

დეპუტატის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია.

ტალიაშვილს ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნის გამო, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება. საკითხს 3 ოქტომბერს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს და გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლოეს სესიაზე მიიღებს.

თამარ ტალიაშვილს პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით ადგილმონაცვლე გრეტა წიწავა შეცვლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები