ლევან ნიკოლეიშვილი: გიორგი ვაშაძე მართლაც გასცდა როგორც პოლიტიკოსის, ასევე, ვაჟკაცობის სახელს; ცდილობს, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში შეიტანოს ბზარი თავისი ავანტურისტული-პროვოკაციული განცხადებებით

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა მდინარაძის მიერ გიორგი ვაშაძის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
მისი თქმით, “ეს არსება არა მარტო სახელმწიფოს მავნებლობაზე გადასული, არამედ – ასევე წარმატებით ცდილობს, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში შეიტანოს ბზარი თავისი ავანტურისტული-პროვოკაციული განცხადებებით. ყველაზე სამწუხარო კი ის გახლავთ, თავისი უზრდელური გამოხტომებით კოლეგა დეპუტატებსაც რომ არ “ინდობს”.

„გიორგი ვაშაძე, იგივე ჭიჭე მართლაც გასცდა როგორც პოლიტიკოსის, ასევე – ვაჟკაცობის სახელს. ეს არსება არა მარტო სახელმწიფოს მავნებლობაზე გადასული, არამედ ასევე წარმატებით ცდილობს, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში შეიტანოს ბზარი თავისი ავანტურისტული-პროვოკაციული განცხადებებით. ყველაზე სამწუხარო კი ის გახლავთ, თავისი უზრდელური გამოხტომებით კოლეგა დეპუტატებსაც რომ არ “ინდობს”. დიდი იმედი მაქვს, მსგავს ამორალურ პოლიტიკოსს ქართველი საზოგადოება მომავალ საკანონმდებლო ორგანოში ვეღარ იხილავს“, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები